Saturday, December 15, 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო,, ოქროსფერი შემოდგომა"
ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა,  როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში;  როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა .ამ მოდულის საშუალებით ვისწავლე შეფასების ხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება 
 გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის ნიმუშები შედეგების ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნი.

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა საკვანძო კითხვების კიდევ ერთხელ განხილვა სხვადასხვა  აქტივობებში ,თეორიულად გავეცანი როგორ გავწეროთ ფასილიტაცია პროექტებით სწავლებისას.ელექტრო ენერგიის არ ქონის გამო  ელექტრონულ ვერსიას ვერ გავეცანი.

Friday, December 14, 2018

მეშვიდე დღე

                         მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის რუბრიკა  
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის  და დიფერენცირებული სწავლების როლი რამოდენიმე თვალსაზრისით.ყველა მოსწავლემ აუცილებელია მიაღწიოს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს .როგორ მივუდგეთ ნიჭიერ,სსსმ, არაქართულენოვან მოსწაავლეებს პროექტით სწავლების დროს,რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად გაართვას თავი.

   

Saturday, December 8, 2018

მეექვსე დღე.



 მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეაზრებინა მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების ფორმები  რამდენიმე თვალსაზრისით .მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის შევქმენით შეფასების რუბრიკა რომელიც დამეხმარა  შევაფასო  მოსწავლის ცოდნა,უნარები. 

Friday, December 7, 2018

მეხუთე დღე


            

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ინტერნეტს სწავლის პროცესში.ვისწავლეთ პროექტით სწავლების დროს ინტერნეტიდან მოძიებულ ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.მეწყვილეების  ბლოგზე კომენტარის გაკეთება და რუბრიკით შეფასება.
პროექტით სწავლების მეოთხე მოდული გვასწავლის ბუკლეტების შექმნას,ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

მეოთხე დღე

ამ მოდულით ვისწავლე პროექტის შეფასების 5 სტრატეგია. მოსწავლეთა წინარე ცოდნის და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები.განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმების განხილვა.პრეზენტაციის მოზადება სლაიდებით.

Sunday, December 2, 2018

3 დღის რეფლექსია

ამ მოდულით ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,სასწავლო მიზნების,მნიშვნელოვანი ცნებების გამოკვეთა ..შეფასების ფორმები,შეფასების რუბრიკა,ზოგადი  შინაასრსობრივი და თემატური კითხვების გააზრება.